ცოტა ხნის წინ ერთ საინტერესო შემთხვევას შევესწარი საამრშუტო ტაქსში ჩემს გვერდით ორი ახალგაზრდა გოგო მგზავრობდა,ისე ხმამაღლა საუბრობდნენ ჩემდა უნებურად მათი პასიური მსენელი გავხდი.
დაზარალებული იყო ერთ ერთი,რომელიც თავის გულის მესაიდუმლეს ოჯახში გადამხდარ წინა დღის ისტორიას უყვებოდა(ჩემი მეუღლე დათვრება და მხოლოდ მაშინ მცემს,ისე კი ოქროა სიფხიზლეში)ეს სიტყვები ძალიან ჩვეულებრივად თქვა, არც ემოცია ,არც სინანული,იმ წუთში მომინდა სახე მენახა,შევხედე მორიდებულად თან არ მინდოდა შეემჩნია,რომ ძალაუნებურად მისი გულის მესაიდუმლე მეც გავხდი. გოგონა ამ ტაბუდადებულ თემაზე მეგობართან(ვერ მივხვდი ვინ იყო მეგობარი თუ ნათესავი)სამარშუტო ტაქსში აგრძელებდა საუბარს .ძალიან შემრცხვა , გავბრაზდი, შემეცოდა მომინდა პასუხი გამეცა დამერიგებინა რჩევა მიმეცა...
ეს არ არის მხოლოდ მისი პრობლემა.თუმცა ?!
...საქართველოში არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები, საკონსულტაციო ცენტრები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლს ეხმარებიან, თუმცა, ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვინც თავის პრობლემას ამხელს და კონსულტაციისათვის ამგვარ დაწესებულებას მიმართავს.
რამდენიმე გაჩერების შემდეგ მსხვერპლს მოძალადე მეუღლემ დაურეკა გოგონამ მშვიდი და წყნარი ტონით უპასუხა თითქოს არაფერი მომხდარა, მე მალე მოვალ საყვარელო ,შენ ხომ დამპირდი არ დავლევო?! რას აკეთებ?..."შეხმატკბილებული" დიალოგი მალე დასრულდა...
არ ვიცი ვინ ვის რა დაჰპირდა,მაგრამ ფაქტია , რაც უფრო ნაკლებადგანვითარებულია ქვეყანა, პატრიარქალური ტენდენციები უფრო ძლიერია!
კარგია გაზაფხული განსაკუთრებით დილაადრიან...დილის 7 საათზე ქალაქს ჯერ კიდევ სძინავს,ადამიანები კანტიკუნტად დადიან.
საპატრულო პოლიციის მანქანა შევნიშნე ისიც გაჩერებული და მძინარე „პოლიციელები“ ფოტო მინდა გადავუღო,თუმცა ცოტა შემეშინდა იქნებ გამოეღვიძოთ შარის თავი არ მქონდა...მოდი გავამართლებ და ფოტოს არ გდავუღებ....ალბათ წათვლიმეს ისინიც ხომ ადამიანები არიან:)
მეც ნახევრად მძინავს,გავიღვიძე მხოლოდ იმიტომ,რომ სამსახურში უნდა წავიდე,განწყობა უნდა შევიქმნა.... რადიოში სხვაგვარად შეუძლებელია:)
მერე ათი საათი სწრაფად მოდის ფეისბუქი ნელ ნელა „მწვანდება“, ვხვდები ქალაქიც და სოციალური ქსელი ადმიანებთან ერთად იღვიძებს...:)
მერე ლაიქები .შეარი ,სტატუსები ,მოკითხვები და ყავის დალევასაც ონლაინ საშუალებით ვახერებთ...
ყველაზე საინტერესო გარეთ დღის მეორე ნახევარში ხდება...გოგონები ერთად დადიან,ბიჭები ერთად... არ მაქვს ასეთი დაკვირბეული თვალი,უცხოელი მეგობარი იყო სტუმრად რამდენიმე დღე და მან ხუმრობით მკითხა?( რატომ დადიან სულ ერთად ბიჭები,და სულ ერთად გოგოები:) ღიმილით თავი გავიმართლე და თითი გავუშვირე აი ეგერ წყვილი:) ისინი ალბათ ნათესავები იქნებიან შემომეპასუხა მეგობარი,მაშინ ამას დიდად არ მივაქციე ყურადღება...
აი ახლა კი დავუკვირდი ,ჰო ყველაზე საინტერესო დღის მეორე ნახევარში ხდება....
ვიდორგოლი მაქვს გასაკეთებელი და წყვილის გადაღება დამჭირდა,გავედი კამერით გარეთ ,სამწუხაროდ ვერ ვიპოვე სასეირნოდ გამოსული გოგო ბიჭი ერთად ...
ზუგდიდში არიან წყვილები,უბრალოდ ისინი სოციალურ ქსელში სეირნობენ...
გონებაში გადავანაწილე დღის გეგმა...ავდექი ჩავრთე მუსიკა საშუალო ხმაზე... ეს სიმღერა http://www.youtube.com/watch?v=ndACVHaCu
რა კარგია დილით ადრე გაღვიძება! როცა ექვსი საათიდან იწყებ დილას, ატყობ, რომ თავს გაცილებით უკეთ გრძნობ. საქმეც შედეგიანი, დღეც უფრო შინაარსიანი ხდება. ვოცნებობ ისეთ დროზე, როცა ქალაქის რიტმი დილაადრიან დაიწყება....
ზუგდიდში ექვს საათზე ბნელა...აქა იქ კანტი კუნტად მოძრაობს ტაქსი...ქალაქს სძინავს ღრმა ძილით... მე კი არ მძინავს 6 საათზე...ჩემი სამუსაო დრო დღის სამ საათზე დასრულდება,თქვენი კი გაგრძელდება ალბათ 5– 6 მდე:)წარმატებულ დღეს გისრვებთ.
ბლუზმენებს აქვს კარგი გამონათქვამი "ბლუზმა თუ დაგიადა აღარ გაგიშვებს!" აი ესე, მეც ერთ-ერთი "მსხვერპლი გახლავართ"!
ბლუზი შემაყვარეს,იმას ვისაც ის ძალიან უყვარს და ესმის...მეც შევეჩვიე და არ მიშვებს...
ჯაზზი მიყვარს,ვუსმენ სხვადასხვა ჯანრს , მაგრამ განსაკუთრებულად პატივს ვცემ ბლუზს, ბლუზი მაინც სხვანაირია თითქოს არც როკია და არც ჯაზი ... სულ სხვანაირია სულში წვდება მელოდია თითოეული ნოტას დაჭერა შეიძლება. არ არსებობს ათასი გიტარიდან კაცმა ლუსილის ხმა არ გამოარჩიოს, განა იმიტომ რომ მას სხვანაირი ჟღერადობა აქვს, არამედ იმიტომ რომ მასზე ბიბი კინგი უკრავს ... ადამიანს მუსიკალურ ორგაზმს განგაცდევინებს ესეთი დაკრული, განსაკუთრებით სვით სიქსთინი, მას უბრალოდ ყურით ვერ ვუსმენ, მთელი სხეულით ვუსმენ და არამარტო ვუსმენ განვიცდი კიდევაც. ნუ ბი ბი კინგი რომ მეფეა ბლუზში მაგაზე ორი აზრ არ არსებობს, თუმცა მიყვარს მადი უათერსიც, ბადი გაი ... ქალბატონ კოკო ტაილორზე ხომ აღარაფერს ვამბობ მისი ვოკალი მისი სულში ჩამწვდომი შესრულების მანერა ... მიყვარს რუთ ბრაუნიც ... ათასი კიდევ რომელი ერთი გავიხსენი არც კი ვიცი .. იმდენი არიან, თითქოს ხის ტოტივითაა აღმოაჩენ ერთ ბლუზმენს და იმის უკან კიდევ 10 დგას იმ ათის უკან ასი და ა.შ.ბობ დილანზე არაფერს ვიტყვი... "გამიგია ბლუზს დეპრესიოული ადამიანები უსმენსო" დღესაც არ ვიცი რა არის ბლუზი...ვიცი,რომ ჩემს ყურთასმენას ატკბობს...თუმცა არ ვარ დეპრესიაში და არც დეპრესიოული...
"დავგუგლე და ეს ვიპოვე ვიკიპედიაში" ...
wikipedia.org: ბლუზის სამშობლო ამერიკის შეერთებული შტატებია და მისი პირველი შემსრულებლები აფროამერიკელები იყვნენ. ამიტომ მას ხანდახან შავკანიანების ფოლკ მუსიკასაცუწოდებენ.
ბლუზის ზუსტ წარმოშობაზე ბევრი არაა ცნობილი, არც კონკრეტული თარიღი ვიცით როდის ჩამოყალიბდა. სავარაუდოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში.ეს მუსიკალური სტილი წარმოიშვა ინგლისური და შოტლანდიური ბალადების, შავკანიანთა შრომის სიმღერების, სადიდებლების და სხვათა ელემენტების შეზავებით. თვითონ სიტყვა blues ნიშნავს ნაღვლიან, დეპრესიულ ხასიათს... ეს ბუნებრივია, რადგან "პირველი ბლუზმენები" ხომ აფროამერიკელი მონები იყვნენ.
ბლუზის ძირითადი მონახაზი როგორც წესი 12 ტაქტიანია. ტიპიური ინსტრუმენტებია: გიტარა, ფორტეპიანო, ჰარმონიკა, ბასი, ჩასაბერებიდან - საყვირი, საქსოფონი,ტრომბონი ... და დასარტყამები.
მელოდიურად ბლუზის განმასხვავებელი ნიშანია დადაბლებული მესამე, მეხუთე და მეშვიდე საფეხურების გამოყენება, ამას უწოდებენ "blue ნოტებს". რაც შეეხება ტექსტს, თავდაპირველად მარტო ერთხაზიანი იყო, რომელიც მეორდებოდა სამჯერ, რათა წრე შეკრულიყო (AAA ფორმა ეწოდება). შემდეგ უფრო სტანდარტული გახდა ორი ხაზის გამეორება და მესამე-განსხვავებული, დასკვნის სახით (AAB). ძირითადად ბლუზი ისე იმღერებოდა, რომ ნახევრად რითმული ლაპარაკი იყო და ნახევრად მელოდია. თავდაპირველად ბლუზის ძირითადი თემა იყო დარდის, უკმაყოფილების გამოხატვა საშინელი რეალობის მიმართ, ოღონდ ისინი რამე ამბავს ან ისტორიას კი არ ჰყვებოდნენ, უფრო თავიანთ გრძნობებს გამოხატავდნენ.. blues-ის პირველ შემრსულებლებს შორის არიან რობერტ ჯონსონი, "ბრმა ვილი ჯონსონი", ჰენრი ტომასი და სხვები..
ბევრი სხვა სტილის მსგავსად, ბლუზსაც ერთ დროს "ეშმაკის მუსიკას" უწოდებდნენ და ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ხალხს ძალადობისკენ უბიძგებდა. თუმცა 20-იანი წლების შემდეგ თეთრკანიანებმაც გაბედეს და დაიწყეს ბლუზის მოსმენა და მოგვიანებით შესრულებაც.
ჩემი ბლოგი კარგა ხანია მივაგდე...ზოგადად არაფრის მიგდება არ მჩვევია ხოლმე...თუმცა ასე გამოვიდა...ალბათ არც ისე კარგად ვიცი რა ჩვევები მაქვს:)
ჩემს ჩვევებზე და მსოფხედველობაზე სხვა დროს დავწერ...
არა,ეს აუცილებლად უნდა მოგიყვეთ...ყვითელი ისტორიაა,თუმცა მტკივნეული!
დღეს ,ბანკში მუშაობა ძალიან მოდურია...კოფორტული და რა თქმა უნდა შემოსავლიანი...თითქმის ყველა ცდილობს იქ მოხვდეს...მე პირადად არასოდეს მიოცნებია ასეთი სამსაუხრი...ჩემი აზრთ მოსაწყენია და ფორმალური...
შევედი ჩემს "საყვარელ" ბანკში...
მე: გამარჯობა,გზავნილს ველოდები კიევიდან...
ბანკის თანამშრომელი:კიევი უკრაინაა?
მე:დიახ:) გაოცებული გავიღიმე..დიახ:)
ბაკის თანამშრომელი:) დაიბნა... საღამოს არც ფეისბუკზე დავპოსტე და არც ტვიტერზე დავთვითე...) არ მინდა ჩემს "საყვარელ"ბანკში ასეთი კითვებით გამაკვირვონ:) :(
წვრილმანი ოპერაციების შემდეგ ჩემი გზავნილი რა თქმა უნდა მივიღე კიევიდან,
ძალიან გავიხარე...დიახ კიევი უკრაინაშია,უკრაინის დედაქალაქი და მისი უდიდესი ქალაქია,მდებარეობს მდინარე დნეპრზე ქვეყნის ჩრდილო–ცენტრალურ ნაწილში.ჩვენი მეგობარია.... თუმცა არაუშავს? ბანკის თანამშრომელი:კიევი უკრაინაა?
ფილმის ყურება კარგია კომფორტულ გარემოში,დიდ ეკრანზე მეგობრებთან ერთად ან შეყვარებულთან თუ რა თქმა უნდა გყავთ.თუ არ გყავთ სასწრაფოდ გაიჩინეთ!!!
გიყვართ ფილმები? მე რომ გითხრათ ვგიჟდები ფილმების ყურებაზე მეთქი მოვიტყუებ! თუ ვიცი,რომ კარგი ფილმია თან ალმადოვარის ვუყურებ...ამას წინათ მეგობარმა მკითხა რატომ გიყვარს ასე ძალიან ალმადოვარიო?!პასუხი მარტივია მის ფილმებსის ყურება მინდება, სურვილი მიჩნდება ერთხელ ნანახი მეორეჯერც ვნახო,ფერები მომწონს მის ფილმებში,კადრები და შერჩეული მსახიობებიც!
რამდენიმე დღის წინ კინოთეატრ ატრიუმში მეგობრებთან ერთად ვნახე ფილმი ალმადოვარის „ესაუბრე მას“! ცნობისთვის ყოველ სამშაბათს ზუგდიდელ კინომოყვარულებს შეუძლია ნახოს საინტერესო ფილმები, დასწრება თავისუფალია!
(ბილეთის ფული არ გაქვათ გადასახდელი)
ადრე მსენია პრეტენზიები ადამიანებისგან ვინც ერთხელ მაინც მიაკითხა კინოთეატრს,შუქი ქრება... ზამთარში გაყინულ დარბზაში რა დამსვამს მაზოხისტი ხომ არ ვარ?! სეანსი მითითებულ დროზე არ იწყება...სახლში მაქვს კომპიუტერი... ინტერნეტიდან გადმოვწერ და ვნახავ...
ადრე მეც ამ მიზეზების გამო არ დავდიოდი ჩვენს კინოთეატრში ,დღეს კი ყველაფერი შეიცვალა სეანსი მითითებულ დროს იწყება,დარბაზში სიგრილეა,ზამთარშიც ალბათ გაათბობენ...
1.კომფორტული ინტერიერი
2.ტექნიკა უზრუნველყოფილი(ნორმალური ინტერნეტი)
3.ჭკვიანი თანამშრომლები!
4.სტაბილური ანაზღაურება!
5.კვება ოფისთან ახლო მახლო:))
6.სამუშაო დრო 9:00 17:00 სთ!
7.შაბათ კვირა დასვენება (რელაქსაცია)
8.ალბათ დეტალები გამომრჩა გავიხსენებ არაუშავს:)))
9.ცხოვრება მშვენიალურია:))))
არა და არ დადგა ზაფხული,გაუთავებელი წვიმები და ღრუბლიანი ამინდები უკვე მოსაბეზრებელია, ზღვისა და მზის მოყვარულები,ვინც ხშირად სტუმრობს საქართველოში პლაჯებს ეს რჩევები გამოგადგებათ.თავისი ეტიკეტი აქვს პლაჟს.
სანამ პლაჟზე გახვალთ, სასურველია ერთი-ორჯერ სადმე “მოფარებულში” დაენახვოთ მზეს,:))რომ ქათქათა თეთრი არ იყოთ. უნდა გახსოვდეთ, რომ პლაჟზე გამოცვლა სპეციალურ კაბინებშია მიღებული. მიუღებელია პირსახოცის შემოხვევა და სხვა დამსვენებლების თვალწინ სამოსი გამოიცვალოთ. პლაჟზე მიუღებელია ხმამაღლა საუბარი, პიკანტური ისტორიების მოყოლა, მით უმეტეს სხვების განსჯა. ულამაზოა პლაჟზე საკუთარი მუსიკით მისვლა. უმჯობესია პლეერი,აიფონი და ყურსასმენები წაიღოთ. უცნობი ადამიანებისთვის ფოტოების გადაღება მათი თანხმობის გარეშე არ შეიძლება. პლაჟზე ჩხუბი არ შეიძლება. თუ თან საკვები წაიღეთ, ნაგავი არ დატოვოთ და ნაგვის ურნაში ჩაყარეთ. პლაჟზე მოწევა მიუღებელია. თუ პლაჟზე ძაღლთან ერთად ხართ, არ შეუშვათ წყალში, სადაც სხვა ადამიანები ბანაობენ. დიახ,გაითვალისწინეთ ეს წესები,რათა საკუთარი თავი არ შეირცხვინოთ და სხვაც არ შეაწუხოთ! სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!
დიდი ხანია რაც რადიოში ვმუშაობ,მიყვარს რადიო,დაავადებული ვარ J დღესაც ვამბობ,რომ რადიოს თავს ვერასოდეს ვერ დავანებებ,საინტერესოა რატომ ვარt ეთერზე დამოკიდებულები?! არ ვიცი.ატრიბუტები,რომელთანაც ხშირად მიწევს შეხება ესენია:მიქშერი,მიკროფონი ,კომპიუტერი და მასში ჩაწერილი პროგრამები:რადუგა, ,ვინაპი,adobe audtion,vegass... მიყვარს ჩემი პატარა სტუდია,რომელიც უამრავ სასიამოვნო მოგონებებს ინახავს...
მსენელთან ურთიერთობა სულ სხვააა... მათთან იჭრები დაუკითხავად, ელაპარაკები უშუალოდ, ზოგჯერ აბრაზებ,ახარებJ
მიკვირს კიდევაც,როდესაც სტუდიაში რეკავენ და თითქოს ისე გელაპარაკებიან მათი დიდი ხნის მეგობარი ვიყო,დღემდე მიჭირს ამასთან შეგუება...
მე ბედნიერი ვარ,რომ გავიცანი ბევრი მსმენელი და შევიძინე საუკეთესო მეგობრები,თანამშრომლების სახით. ერთ ერთი მათგანი (მაიკო) ამ წუთას მირეკავს,მომიკითხა ,როგორ ხარო?!:)დღეს ძალიან ცუდად ვარ გამაბრაზეს,გავაბრაზე...არ ააქვს მნიშვნელობა,ცუდ ხასითზე ვარ,თუ ცუდად ვგრძნობ თავს,უნდა გავიღიმო და „ვითამაშო „ ეთერში,რთულია,თუმცა „ სასიამოვნო“
მიყვარს რადიო და უკეთს შემთხვევაში მინდა ჩემი რადიო მქონდეს,სადაც მხოლოდ სულით“რადიოშნიკებს „მოვიწვევდი.
დღეს 23 მაისია ქართული რადიოს დღე.გილოცავთ!
მგონი ჩემს გარდა ეს სიმღერა ყველამ იმღერა,სახალხოდ არა,თუმცა მეგობრებში წავიღიღინე:))
დავპოსტავ ამ სიმღერის ისტორიას :)საინტერესოა.
პოპულარული სიმღერა "ბესამე მუჩო" დაწერა მექსიკელმა კომპოზიტორმა კონსუელო ველასკესმა 1940 წელს თავის მშობლიურ - ესპანურ ენაზე.
იმ დროს როდესაც ველასკესმა ეს სიმღერა დაწერა 15 წლის იყო. წლების შემდგე როდესაც მას კითხეს თუ ვინ იყო მისი სიყვარული რომელმაც ასე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე დაეწერა ასეთი სიმღერა, მან უპასუხა რომ მას სანამ ამ სიმღერას დაწერდა არც კი უკოცნია ვინმესთვის და რომ ეს ყველაფერი იყო მხოლოდ და მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი.
ფანტაზიის ნაყოფი ვუწოდოთ და ეს სიმღერა იმდენად ცნობილი გახდა რომ ის ითარგმნა ოცამდე ენაზე და მას სხვადასხვა დროს სხვადასხვა სტილში ასრულებდნენ ისეთი დიდი მომღერლები როგორიცაა პლასიდო დომინგო, ელვის პრესლი, ხოსე კარერასი, ჯგუფი "ბითლზი" და ა.შ
კონსულეო ველასკესი დაიბადა 1920 წლის 21 აგვისტოს ქალაქ გუზმანში, მექსიკაში. მან პიანინოზე დაკვრა 4 წლის ასაკში დაიწყო . ველასკეი 6 წლის ასაკში უკვე დიდ სცენაზეც გამოდიოდა. იგი მოგვიანებით სასწავლებლად გაემგზავრა მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში და სწავლა განაგრძო მექსიკის ეროვნულ კონსერვატორიაში სადაც სიმღერების წერას მოკიდა ხელი და გახდა ცნობილი პიანისტი ამავდროულად.
ბესამე მუჩო პირველად ჩაიწერა 1941 წელს. ეს სიმღერა გახდა მეოცე საუკუნის უდიდესი ბიგ ბენდის ჰიტი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში. 1999 წელს სიმღერა გახდა ერთადერთი მექსიკური სიმღერა რომელიც აშშ - ს ჰიტ-პარადში პირველ ადგილს ინარჩუნებდა მთელი სამი თვის განმავლობაში. ბესამე მუჩო საუკუნის სიმღერად აღიარეს.
ამ სიმღერამ ველასკესს უდიდესი პოპულარობა მოუტანა. ის მიიწვიეს ჰოლივუდში ლეგენდარულ ვოლტ დისნეისთან შესახვედრად და მის ფილმ "ვოლტ დისნეიზე" თანამშრომობაზეც დათანხმდა. ველასკესი ასევე მონაწილეობდა ცნობილ რუსულ ფილმში - "მოსკოვს ცრემლების არ სჯერა", რომელმაც 1980 წელს ოსკარი აიღო როგორც საუკეთესო უცხოურმა ფილმმა.
ველასკესი ამავდროულად უამრავი სიმღერების ავტორია, რომლებმაც ასევე დიდი წარმატება მოუტანეს მის ცხოვრეას. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია: "Yo no fui" "Anoche", "Al nacer este día", "Aunque tengas razón", "Déjame quererte", და სხვ. სიკვდილამდე რამოდენიმე ხნით ადრე მან სპეციალურად ლუის მიგელის ალბომისთვის დაწერა სიმღერა "Por el camino", რომელმაც ასევე დიდი მოწონება დაიმსახურა მისი სიმღერების მოყვარულებში
აი ტექსტიც:
Kiss me, give me many kisses
As if tonight were the last time.
Kiss me, give me many kisses,
Because I 'm afraid of having you then losing you.
I want to have you very close,
To see myself in your eyes, to see you next to me.
Think that maybe tomorrow
I'll be far, far away from you.
Kiss me, give me many kisses,
As if tonight were the last time.
Kiss me, give me many kisses,
Because I 'm afraid of having you then losing you.
გავბედე და ქართულადაც ვთარგმნე
მაკოცე, მაკოცე ბევრჯერ...
თითქოს ეს იყოს ბოლოჯერ.
მაკოცე, მაკოცე ბევრჯერ
რადგანაც ვშიშობ არ დაგკარგო შენ.
მე მინდა მყავდე ძალიან ახლოს,
რათა საკუთარ თავს შენს თვალებში ვხედავდე,
და მუდამ ჩემს გვერდით გხედავდე.
იქნება, ხვალე ძალიან შორს ვიყო, შორს ვიყო შენგან...
მაკოცე, მაკოცე ბევრჯერ,
თითქოს ეს ღამე იყოს ბოლოჯერ,
მაკოცე, მაკოცე ბევრჯერ
http://www.youtube.com/watch?v=iibS5UW1O